europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველო მესამე მატჩს გლაზგოში, ჰემპდენ პარკზე, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, ვაკო ყიფიანი და გიორგი უგულავა განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.
სანაკრებო თამაშები დაბრუნდა. ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ მეორე მატჩი ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ გამართა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძემ, ვაკო ყიფიანმა და დავით მინაშვილმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს.
შოთა არველაძესთან 'გასვლითი შეხვედრის' მეორე სერიის გადასაღებად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოდან ამსტერდამში ჩავედით, რომლის საფეხბურთო კლუბ 'აიაქსშიც' მან 4 წელი გაატარა, 72 გოლი გაიტანა და 3 ტიტული მოიგო. საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა საკლუბო ფეხბურთში სულ 248 გოლი გაიტანა და ნიდერლანდების გარდა თავისი კვალი თურქეთსა და შოტლანდიაშიც დატოვა.
'გასვლითი შეხვედრის' მორიგი ეპიზოდის გადასაღებად შოთა არველაძესთან ერთად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ვიმოგზაურეთ, სადაც მან 4 სეზონის განმავლობაში ითამაშა, 5 ტიტული მოიგო და კლუბ 'რეინჯერსის' ისტორიაში ლეგენდის სტატუსით შევიდა. საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა საკლუბო ფეხბურთში სულ 248 გოლი გაიტანა და შოტლანდიის გარდა თავისი კვალი თურქეთსა და ნიდერლანდებში დატოვა. შემდეგ სერიაში კვლავ შოთასთან ერთად უკვე ამსტერდამში ვიმოგზაურებთ. ეპიზოდი ევროპოპის იუთუბზე 13 ივნისს გელოდებათ. აიბროქსისკენ გზაზე ქეცბას ვიდეოს რომ უყურებდნენ: https://bit.ly/SPORT21_KETSBA 00:00 - ინტრო 01:04 - შესავალი 03:47 - გზა გლაზგომდე 07:50 - ტრანსფერი რეინჯერსში 09:47 - 'ოლდ ფირმის' დერბი 15:58 - ვან გაალის პენალტისტების სია 18:04 - საჩუქარი სელტიკის ფანს 20:45 - რატომ უყვართ ჯერარდი ფანებს განსაკუთრებულად 23:50 - ალექს მაკლიში არველაძეზე 25:52 - შოთის თანაგუნდელები რეინჯერსში 28:16 - გზა აიბროქსამდე - ქეცბა, სოხუმი, საუკეთესო გოლი 32:33 - This is Ibrox! 38:17 - არტურ ნუმანი არველაძეზე 41:46 - არველაძე და დე ბური 20 გოლსაც ვერ გაიტანენო 44:17 - ბოლო სანაკრებო გოლი შოტლანდიასთან 46:10 - ამსტერდამში შევხვდებით
ევროპოპზე ახალ, ანალიტიკურ-შემეცნებითი ხასიათის გადაცემას, “თამაშის თეორიას” ვიწყებთ, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი. ტატო ბაციკაძე და პუბლიცისტი და ბლოგერი, რეზი ხუნწელია წაიყვანენ. პირველ გადაცემაში გიორგი ჯანელიძესთან ერთად შევეცდებით ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეულები გავაკეთოთ ისე, რომ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორია, ასევე მე-20 საუკუნის პერიოდიც მოვიცვათ.
ევროპოპზე ახალ, ანალიტიკურ-შემეცნებითი ხასიათის გადაცემას, “თამაშის თეორიას” ვიწყებთ, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი. ტატო ბაციკაძე და პუბლიცისტი და ბლოგერი, რეზი ხუნწელია წაიყვანენ. პირველ გადაცემაში გიორგი ჯანელიძესთან ერთად შევეცდებით ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეულები გავაკეთოთ ისე, რომ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორია, ასევე მე-20 საუკუნის პერიოდიც მოვიცვათ. 00:00 - შესავალი 03:27 - მეკარეები 09:53 - მცველები 18:49 - ნახევარმცველები 35:50 - თავდამსხმელები 48:05 - კაპიტანი და მწვრთნელი 49:51 - შეჯამება 1:05:27 - შეჯამება
ჩემპიონთალიგური მარათონი ფინალს უახლოვდება. 1/2-ფინალში მილანური დერბი ინტერის გამარჯვებით დასრულდა. 13 წლის შემდეგ, ნერაძური ფინალშია და სიტი-რეალის წყვილიდან გამარჯვებულს ელის. სანტიაგო ბერნაბეუზე ნათამაშები ფრე, მაგარი ფორმა და საშინაო არენა - გვარდიოლას გუნდს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იდეალური მომენტი აქვს, სამეფო კლუბი კი საყვარელი ტურნირის კიდევ ერთხელ მოსაგებად არაფერს დაიშურებს. მატჩის დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში 1/2-ფინალებს ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე შეაჯამებენ.
MMA-ს მოყვარულებმა თბილისში შერეული ორთაბრძოლების მორიგი შოუ იხილეს - GFC ცხრა ბრძოლით დაბრუნდა. 29 აპრილს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში GFC 20-ის საღამო გაიმართა. ტურნირზე 18-მა სპორტსმენმა იასპარეზა, მათგან 9 ქართველი მებრძოლი იყო. ქართველების გარდა, ოქტაგონზე ლიბანელი, ირანელი, სომეხი, შვედი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები გავიდნენ. მაყურებლებმა წინასწარ ქარდზე 4 ჩხუბი, ხოლო მეინ ქარდზე 5 ბრძოლა იხილეს. საღამოს დასრულების შემდეგ GFC-ის პრეზიდენტმა გიორგი კაბულაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში გასამართ საღამოზე ქამრისთვის ორი ადგილობრივი სპორტსმენი - გოჩა შაინიძე და რუსლან ბოლქვაძე იჩხუბებენ. 0:00:00 გახსნა 0:05:00 AMIRAN SAKHOKIA - M-KHIR ALMAHMOUD 0:16:06 ARCHIL GOGOLASHVILI - AMER ABDULNABI 0:24:27 RESANT ASHIROV - NIKA KALANDADZE 0:38:26 BEKA KHUTSISHVILI - AMIRHOSSEIN AGHAJANGHASAB 1:07:38 GOCHA SHAINIDZE - VARSHAM GEVORGYAN 1:20:33 TORNIKE GIGAURI - ALIREZA ABBASI 1:29:28 ZAFAR ABDURRAHMANOV - NAREK GALSTYAN 1:42:47 ZURABI PIRTSKHELIANI - ANTHONY ZEIDAN 1:58:09 RUSLAN BOLKVADZE - ARMEN OHANYAN 2:27:20 დახურვა