Content removal request!


შოთა არველაძე | გასვლითი შეხვედრა (ნაწილი 1)

'გასვლითი შეხვედრის' მორიგი ეპიზოდის გადასაღებად შოთა არველაძესთან ერთად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ვიმოგზაურეთ, სადაც მან 4 სეზონის განმავლობაში ითამაშა, 5 ტიტული მოიგო და კლუბ 'რეინჯერსის' ისტორიაში ლეგენდის სტატუსით შევიდა. საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა საკლუბო ფეხბურთში სულ 248 გოლი გაიტანა და შოტლანდიის გარდა თავისი კვალი თურქეთსა და ნიდერლანდებში დატოვა. შემდეგ სერიაში კვლავ შოთასთან ერთად უკვე ამსტერდამში ვიმოგზაურებთ. ეპიზოდი ევროპოპის იუთუბზე 13 ივნისს გელოდებათ. 00:00 - ინტრო. 01:04 - შესავალი. 03:47 - გზა გლაზგომდე. 07:50 - ტრანსფერი რეინჯერსში. 09:47 - 'ოლდ ფირმის' დერბი. 15:58 - რატომ ჩასვა ვან გაალმა შოთი პენალტისტების სიის ბოლოში. 18:04 - შოთის საჩუქარი სელტიკის ფანს. 20:45 - რატომ უყვართ ჯერარდი რეინჯერსის ფანებს განსაკუთრებულად. 23:50 - ალექს მაკლიში არველაძეზე. 25:52 - შოთის თანაგუნდელები რეინჯერსში. 28:16 - გზა აიბროქსამდე - ქეცბა, სოხუმი, საუკეთესო გოლი. 32:33 - This is Ibrox. 38:17 - არტურ ნუმანი არველაძეზე. 41:46 - არველაძე და დე ბური 20 გოლსაც ვერ გაიტანენო. 44:17 - ბოლო სანაკრებო გოლი შოტლანდიასთან. 46:10 - შევხვდებით ამსტერდამში.