europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ საყვარელი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა. ნაპოლიმ მადრიდის რეალს 'სტადიო არმანდო მარადონაზე' უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. პირველ სათამაშო დღეს ლანსმა არსენალს სეზონის პირველი მარცხი მოუტანა. ოლდ ტრაფორდზე დამარცხდა მეორე ინგლისური კლუბიც. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა ჯგუფური განვლილ ტურს შეაჯამებენ.
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველ სათამაშო დღეს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატზე ორი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგა. დღეს კი ხვიჩა კვარაცხელია ბრაგას წინააღმდეგ ითამაშებს და ხანგრძლივი მშრალი სერიის შეწყვეტას შეეცდება. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურს შეაჯამებენ.
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ საქართველო ნორვეგიაში ითამაშებს. სანიოლის გუნდს ძალიან რთული ამოცანა აქვს, რადგან მაგარ ფორმაში მყოფი, მოტივირებული ჰაალანდის შეჩერება მოუწევს. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი ნაზარაშვილი განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველო მეოთხე მატჩს დინამო არენაზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი ჯავახაძე განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.
პენალტების სერია - თამაშის არაოფიციალური ნაწილი. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებული მეოთხე ტურით, პენალტების სერიით უნდა გარკვეულიყო. მოთამაშეებმა თამაშის შემდეგ ამხანაგური მატჩიც მოითხოვეს. შეგახსენებთ, მაგიდის დერბის პირველი სეზონის ფინალში ტატო ბაციკაძემ დავით მინაშვილი რთულ ბრძოლაში დაამარცხა და ევროპოპისგან საყვარელი გუნდის თამაშზე დასასწრები ბილეთები გადაეცა.
'თამაშის თეორიის' მორიგ ეპიზოდში ტატო ბაციკაძე, რეზი ხუნწელია და ბიძინა ბარათაშვილი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულებს დაასახელებენ. 00:00 - შესავალი 04:23 - ტატო: მეკარეები 09:50 - ბიძინა: მეკარეები 13:21 - ტატო: მცველები 18:43 - ბიძინა: მცველები 26:26 - ტატო: ცენტრალური ნახევარმცველები 31:06 - ბიძინა: ცენტრალური ნახევარმცველები 38:52 - ტატო: შემტევი ნახევარმცველები 45:24 - ბიძინა: შემტევი ნახევარმცველები 51:11 - ტატო: თავდამსხმელები 56:20 - ბიძინა: თავდამსხმელები 1:00:32 - მწვრთნელები 1:02:02 - შეჯამება და ქართველი ფეხბურთელები
ისტორიული მატჩი დინამო არენაზე - ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები პირველად თამაშობს. რამაზ სვანაძის გუნდი ნახევარფინალის საგზურისათვის ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ნიკა ჭანტურია ნაკრების განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.
ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სრულდება. საქართველოს ნაკრები მესამე მატჩს დინამო არენაზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოსაა და მეოთხედფინალში გასასვლელად 1 ქულაც ჰყოფნის. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, ვაკო ყიფიანი და სანდრო ცნობილაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განვლილ შეხვედებს შეაფასებენ.