europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპი სრულდება. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ორი მატჩის ჯამში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 2007 წლის შემდეგ პირველად, მილანი ნახევრაფინალში ითამაშებს. დღის მეორე შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ლონდონს ეწვია, ჩელსი კვლავ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მეორე სათამაშო დღეს ურთულეს მდგომარეობაში მყოფმა ბაიერნმა სიტის უმასპინძლა, ფრე ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა. მილანში ჩასულმა ბენფიკამ ინტერს არაფერი დაუთმო, უხვგოლიანი მატჩი ფრედ დასრულდა - ნახევარფინალში 'დერბი დელა მადონინა' იქნება. თამაშების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში 1/4-ფინალები ტატო ბაციკაძემ, გიორგი კალატოზმა და გიორგი უგულავამ შეაჯამეს. 00:00:00 - შესავალი 00:01:25 - ბაიერნის ქამბექი ვერ შედგა 00:07:23 - გვარდიოლას მანჩესტერული მონსტრი 00:19:40 - მეკარეების ფაქტორი 00:24:10 - ბერნარდო სილვა 00:26:24 - ინტერი-ბენფიკა 00:28:20 - ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა 00:41:10 - არდანიშნული პენალტი და ცუდი მსაჯობა 00:48:05 - მილანის უპირატესობები 00:53:05 - კვარას თამაში 01:03:42 - პენალტი ტომორიზე 01:12:04 - ჩელსი და ბაიერნი დაისაჯნენ - მილანი 'დაჯილდოვდა' 01:13:23 - შეჯამება
ტატო თუ კალა, კალა თუ ტატო - ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ქართული იუთუბის საზოგადოებაში. მაგიდასთან გამარჯვება ტატოს დარჩა, ახლა მოედანზე თამაშის დროა. @Octopusi ევროპოპის რუბრიკაში 'გაიმეორე პენალტი' ერთმანეთს გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე დაუპირისპირდებიან.
ამჟამად იუთუბერი გიორგი კალატოზი უცნაურ და სახალისო კითხვებზე გვპასუხობს. @Octopusi
სპორტული კომენტატორები 'მაგიდის დერბიში' - სანდრო ცნობილაძე დავით მინაშვილის წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - მატჩების დასრულების შემდეგ, europoplive-ში განვლილი მატჩების შესახებ ვისაუბრებთ. ტატო ბაციკაძესა და გიორგი კალატოზს გადაცემაში ევროპოპის გუნდის წევრი, კომენტატორი სანდრო ცნობილაძე შეუერთდება.
2023 წლის პირველ 'მაგიდის დერბიში' ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია შეეჯიბრებიან.
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპი დასრულდა. სამუნდიალო ევროპოპლაივის მე-12 გადაცემაში კატარში მიმდინარე ამბებზე სასაუბროდ ტატო ბაციკაძესა და გიორგი კალატოზს გიორგი ქორიძე იგივე კორსიზი შეუერთდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მეოთხდფინალში მაგარი მატჩები გველის. სამუნდიალო ევროპოპლაივის მე-11 გადაცემაში კატარში მიმდინარე ამბებზე ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ლევან ღვინიანიძე ისაუბრებენ. ლევანი ევროპოპის ახალი პროექტის, 'გასვლითი შეხვედრის' წამყვანია, გარდა ამისა, მას ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გასვლითი შეხვედრა 👉 https://youtu.be/tWlsA7-efCM