Content removal request!


europoplive | ჩემპიონთა ლიგა - რეალი განადგურდა, ინტერს სიტი შეხვდება

ჩემპიონთალიგური მარათონი ფინალს უახლოვდება. 1/2-ფინალში მილანური დერბი ინტერის გამარჯვებით დასრულდა. 13 წლის შემდეგ, ნერაძური ფინალშია და სიტი-რეალის წყვილიდან გამარჯვებულს ელის. სანტიაგო ბერნაბეუზე ნათამაშები ფრე, მაგარი ფორმა და საშინაო არენა - გვარდიოლას გუნდს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იდეალური მომენტი აქვს, სამეფო კლუბი კი საყვარელი ტურნირის კიდევ ერთხელ მოსაგებად არაფერს დაიშურებს. მატჩის დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში 1/2-ფინალებს ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე შეაჯამებენ.