საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს ქალაქ ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, გიორგი კაკაბაძე და ვაკო ყიფიანი ევროპოპლაივის სტუდიიდან განვლილ შეხვედრაზე ისაუბრებენ, ჰამბურგიდან კი საქართველოს ნაკრების ლეგენდები, შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია ტატო ბაციკაძესთან ერთად ჩაგვერთვებიან.
მოვიდა დღე, რომელსაც მთელი საქართველო ძალიან დიდი ხანი, სულმოუთქმელად ველოდით, ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ვესტფალენშტადიონზე, თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. თამაშის დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, გიორგი კაკაბაძე და სანდრო ცნობილაძე ისტორიულ თამაშზე ევროპოპლაივის სტუდიიდან ისაუბრებენ, საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, შოთა არველაძე კი დორტმუნდიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.
ევრო 2024 მეორე სათამაშო დღე უნგრეთისა და შვეიცარიის მატჩით გაიხსნა და ამ უკანასნელთა გამარჯვებით დასრულდა. დღის ცენტრალურ მატჩში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოუგო, ბოლო შეხვედრა კი ევროპის მოქმედ ჩემპიონ იტალიასა და ალბანეთს შორის გაიმართა, სპალეტის გუნდმა გოლი პირველივე წუთზე გაუშვა, თუმცა მალევე დააქამბექა და 3 ქულა მოიპოვა. ჩემპიონატის მესამე დღე ჰამბურგში პოლონეთი-ნიდერლანდების მძიმე ბრძოლით დაიწყო, კუმანის გუნდმა გაკპოს და ვეგჰორტსის გოლებით დააქამბექა. მეორე თამაში სლოვენიასა და დანიას შორის გაიმართება, დღეს კი სერბეთისა და ინგლისის მატჩი დახურავს, რომელიც ფეხბურთის ქომაგებში დიდ ინტერესს იწვევს. თამაშების დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძემ, გიორგი კაკაბაძე და გიორგი ბაქრაძე განვლილ შეხვედრებზე და მიმდინარე ევროზე ისაუბრეს.
ევრო 2024 დაიწყო. გახსნით მატჩში მასპინძელმა გერმანიამ შოტლანდიას გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძემ, გიორგი კალატოზმა და გიორგი ჯანელიძემ განვლილ შეხვედრაზე და მიმდინარე ევროზე ისაუბრეს.
საქართველოსთვის ისტორიული, სადებიუტო ევრო 2024 იწყება. ჩემპიონატის დაწყებამდე ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა მოახლოებულ ტურნირზე, საქართველოს პერსპექტივებსა და მთავარ ფავორიტებზე ისაუბრებენ.
ჩვენი Instagram - https://www.instagram.com/geo__team ჩვენი Facebook - https://www.facebook.com/Geoteamofficial ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს 3-1 მოუგო. გოლების ავტორები: ოთო კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე გახდნენ 😍 ✊ Geo Team-ის არხის წარმდგენია Adjarabet #football #Chakvetadze #kvaratskhelia
საქართველოს ნაკრები ისტორიული, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება, სანიოლის გუნდმა ავსტრიული შეკრება დაასრულა და პოდგორიცაში მონტენეგროს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე ეროვნული გუნდის ირგვლივ ისაუბრებენ.
ჩვენი Instagram - https://www.instagram.com/geo__team ჩვენი Facebook - https://www.facebook.com/Geoteamofficial საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე პასუხობს Geo Team-ის გამომწერთა შეკითხვებს 😍 ✊ Geo Team-ის არხის წარმდგენია Adjarabet #football #Chakvetadze #ჩაკვეტაძე