ევრო 2024 მეორე სათამაშო დღე უნგრეთისა და შვეიცარიის მატჩით გაიხსნა და ამ უკანასნელთა გამარჯვებით დასრულდა. დღის ცენტრალურ მატჩში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოუგო, ბოლო შეხვედრა კი ევროპის მოქმედ ჩემპიონ იტალიასა და ალბანეთს შორის გაიმართა, სპალეტის გუნდმა გოლი პირველივე წუთზე გაუშვა, თუმცა მალევე დააქამბექა და 3 ქულა მოიპოვა. ჩემპიონატის მესამე დღე ჰამბურგში პოლონეთი-ნიდერლანდების მძიმე ბრძოლით დაიწყო, კუმანის გუნდმა გაკპოს და ვეგჰორტსის გოლებით დააქამბექა. მეორე თამაში სლოვენიასა და დანიას შორის გაიმართება, დღეს კი სერბეთისა და ინგლისის მატჩი დახურავს, რომელიც ფეხბურთის ქომაგებში დიდ ინტერესს იწვევს. თამაშების დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძემ, გიორგი კაკაბაძე და გიორგი ბაქრაძე განვლილ შეხვედრებზე და მიმდინარე ევროზე ისაუბრეს.