საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს ქალაქ ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, გიორგი კაკაბაძე და ვაკო ყიფიანი ევროპოპლაივის სტუდიიდან განვლილ შეხვედრაზე ისაუბრებენ, ჰამბურგიდან კი საქართველოს ნაკრების ლეგენდები, შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია ტატო ბაციკაძესთან ერთად ჩაგვერთვებიან.