europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტრადიციულად ბევრი სენსაცია ვნახეთ, იაპონიამ გერმანია ჩატოვა, სამხრეთ კორეამ - ურუგვაი. სამუნდიალო ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ვაკო ყიფიანი კატარში მიმდინარე ამბებს განიხილავენ.
სამუნდიალო ევროპოპლაივის მერვე გადაცემაში კატარში მიმდინარე ამბებზე ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სილქ სპორტის კომენტატორი, გიორგი პავლიაშვილი ისაუბრებენ.
ჩემპიონთა ლიგის მატჩების დასრულების შემდეგ, europoplive-ში განვლილი ტურის მთავარ ამბებზე ვისაუბრებთ და ჯგუფურ ეტაპს შევაჯამებთ. ტატო ბაციკაძესა და გიორგი კალატოზს გადაცემაში ევროპოპის ანალიტიკოსი, გიორგი უგულავა შეუერთდება.
ჩემპიონთა ლიგის მატჩების დასრულების შემდეგ, europoplive-ში განვლილი ტურის მთავარ ამბებზე ბევრი ვისაუბრეთ. ტატო ბაციკაძესა და გიორგი კალატოზს გადაცემაში ევროპოპის მთავარი რედაქტორი, შაკო ბუაჩიძე შეუერთდა. 0:00:00 დასაწყისი 0:05:12 ბარსა და ინტერი 0:10:03 იუვენტუსი და VAR-ი 0:19:40 სალაჰის რეკორდი 0:20:20 კვარა და ნაპოლი 0:33:12 მილანი და ჩელსი 0:37:18 ლივერპული და კლოპი 0:42:40 ბაიერნი 0:44:12 ბრიუგე 0:48:19 ატლეტიკო და სიმეონე 0:52:51 აზარი და რეალი 0:55:18 ევროპალიგა 0:57:13 მბაპე 0:59:39 ხოჭოლავა და სიტი 1:00:23 სევილია და დორტმუნდი 1:05:42 ტოტენჰემის ჯგუფი 1:07:55 ჩავი 1:09:50 დასასრული
ევროპოპის YouTube არხზე ახალ პროექტს ვიწყებთ. ოთხშაბათობით, ჩემპიონთა ლიგის მატჩების დასრულების შემდეგ, LIVE-ში განვლილი ტურის მთავარ ამბებზე ბევრს ვისაუბრებთ. europoplive-ის ძირითადი წამყვანები, სპორტული ჟურნალისტები, ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი იქნებიან. დღეს, პირველ LIVE-ში მათთან ერთად კომენტატორი და ჩვენი გუნდის წევრი, სანდრო ცნობილაძე ისაუბრებს.