europoplive | მუნდიალი - რონალდოს ოცნება დასრულდა by @europop - Post Details

europoplive | მუნდიალი - რონალდოს ოცნება დასრულდა

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპი დასრულდა. სამუნდიალო ევროპოპლაივის მე-12 გადაცემაში კატარში მიმდინარე ამბებზე სასაუბროდ ტატო ბაციკაძესა და გიორგი კალატოზს გიორგი ქორიძე იგივე კორსიზი შეუერთდება.

Similar Posts!

საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იწყება
საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იწყება

საქართველოსთვის ისტორიული, სადებიუტო ევრო 2024 იწყება. ჩემპიონატის დაწყებამდე ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა მოახლოებულ ტურნირზე, საქართველოს პერსპექტივებსა და მთავარ ფავორიტებზე ისაუბრებენ.



ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით ვხვდებით
ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით ვხვდებით

საქართველოს ნაკრები ისტორიული, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება, სანიოლის გუნდმა ავსტრიული შეკრება დაასრულა და პოდგორიცაში მონტენეგროს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე ეროვნული გუნდის ირგვლივ ისაუბრებენ.



გიორგი ქოჩორაშვილი | გასვლითი შეხვედრა
გიორგი ქოჩორაშვილი | გასვლითი შეხვედრა

როგორც მამარდასთან სტუმრობის დროს დაგპირდით, 'გასვლითი შეხვედრის' მორიგი ეპიზოდის გადასაღებად ვალენსიას კიდევ ერთხელ ვეწვიეთ, ქალაქს, რომლის უძველეს საფეხბურთ კლუბში ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს. ქოჩორას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ მხოლოდ 7 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მცირე დროშიც შეძლო გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება. საბერძნეთთან ფინალურ მატჩში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პენალტების სერიაშიც პირველი დარტყმის შესრულება თავის თავზე აიღო და დიდი ისტორიის დაწერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.



ისევ რეალი! სამეფო კლუბმა მე-15 თასი მოიგო
ისევ რეალი! სამეფო კლუბმა მე-15 თასი მოიგო

ჩემპიონთა ლიგის სეზონი სრულდება. ყველაზე ტიტულოვანი მადრიდის რეალი მე-15 თასის მოსაგებად დორტმუნის ბორუსიას დაუპირისპირდება. ლონდონში, უემბლიზე ორი დიდი გერმანელის, ტონი კროოსისა და მარკო როისის 'უკანასკნელ ცეკვას' ვიხილავთ. თამაშის დასრულების შემდეგ ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა ფინალს და განვლილ სეზონს შეაჯამებენ.



სამეფო კლუბის მაგია! ფინალში დორტმუნდი-რეალი გველის
სამეფო კლუბის მაგია! ფინალში დორტმუნდი-რეალი გველის

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები სრულდება. იდუნა პარკზე გამარჯვების შემდეგ, დორტმუნდმა პსჟ-ს პარიზშიც მოუგო და 11 წლის შემდეგ ისევ ფინალში, ისევ უემბლიზე ითამაშებს. ბორუსიას მეტოქე დღეს, მადრიდში გაირკვევა, სადაც რეალი ბაიერნს დაუპირისპირდება. მატჩების დასრულების შემდეგ გიორგი კალატოზი, სანდრო ცნობილაძე და გიორგი კაკაბაძე განვლილ შეხვედრებზე ისაუბრებენ. 0:00-1:56 დასაწყისი 1:56-28:53 რეალი-ბაიერნი, საკამათო ეპიზოდები და ვარის მნიშვნელობა 28:53-32:59 მოკლედ ფინალის წყვილზე 32:59-38:23 პსჟ-დორტმუნდი, პსჟ-ს სუსტი ხასიათი 38:23-40:36 კვლავ მბაპეს ტრანსფერზე 40:36-49:48 პსჟ-არეული ორგანიზაცია, შედარება სიტისთან 49:48-1:00:35 ფინალისტების შეფასება 1:00:35-1:02:05 დასასრული



სუპერმატჩები მადრიდსა და პარიზში - არსენალმა ბაიერნს ვერ აჯობა
სუპერმატჩები მადრიდსა და პარიზში - არსენალმა ბაიერნს ვერ აჯობა

ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური ეტაპით დაბრუნდა. პირველ სათამაშო დღეს რეალმა მოქმედ ჩემპიონს სანტიოგო ბერნაბეუზე უმასპინძლა, ფეხბურთის ქომაგმა 6 გოლი და ნამდვილი შოუ იხილა, პირველმა მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ფრედ დასრულდა მეორე შეხვედრაც ლონდონში, სადაც არსენალი ბაიერნს დაუპირისპირდა. დღეს პსჟ ბარსელონას, ატლეტიკო კი დორტმუნდს შეებრძოლება. მატჩების დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ვაკო ყიფიანი განვლილ შეხვედრებზე ისაუბრებენ. 00:00-5:44 დასაწყისი, მოკლედ გასაშლელ თემებზე 5:44-21:34 პსჟ-ბარსელონა, ლიდერების ფაქტორი მსგავს თამაშებში 21:34-24:03 სატრანსფერო პოლიტიკა დიდ ფულიან გუნდებში 24:03-32:34 ატლეტიკო-დორტმუნდი 32:34-44:01 რეალი-სიტი 44:01-45:14 პსჟ-ს პრობლემები დაცვაში 45:14-54:51 არსენალი-ბაიერნი, საკამათო ეპიზოდების განხილვა 54:51-1:02:35 არსენალის დუბლის შანსი, წარმატებული პროექტის მნიშვნელობა 1:02:35-1:03:39 ბაიერნი-არსენალის მეორე მატჩის მოლოდინში 1:03:39-1:17:48 საქართველოს ადგილი ევროპაშია! 1:17:48-1:19:26 ევროპა/კონფერენს ლიგის მატჩების მოლოდინში 1:19:26-1:22:00 რომელი გუნდები გავლენ ლიგის ნახევარფინალში? 1:22:00-1:24:15 დასასრული



გაბრო VS ტატო | 1/2-ფინალი [მაგიდის დერბი]
გაბრო VS ტატო | 1/2-ფინალი [მაგიდის დერბი]

გიორგი ჯანელიძის და გიორგი ლემონჯავას დამარცხების შემდეგ, მაგიდის დერბის ნახევარფინალში ერთმანეთს ფეხბურთის კომენტატორები, ალექსანდრე გაბრიჩიძე და ტატო ბაციკაძე დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული კი ფინალში ნიკა ქევხიშვილს შეხვდება. მეორე ფაზის გამარჯვებულს ევროპოპისგან გადაეცემა NIU-ს ელექტრო სკუტერი, რომელიც ერთი დამუხტვით 60 კილომეტრს გადის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 🔗 NIU-ს ფეისბუქი: https://bit.ly/NIU_fb 🔗 NIU-ს ინსტაგრამი: https://bit.ly/NIU_ig გარდა სკუტერისა, მეორე ფაზის ჩემპიონი სუპერფინალში დავით მინაშვილს შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მიიღებს.



ისტორია დაწერილია, საქართველო ევროზე ითამაშებს!
ისტორია დაწერილია, საქართველო ევროზე ითამაშებს!

საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ევრო 2024-ზე გასასვლელად ფინალურ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ თამაშობს. ქვეყანა ისტორიის დაწერის მოლოდინშია! თამაშის დასრულებისთანავე, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი, სანდრო ცნობილაძე და გიორგი უგულავა ამ ისტორიულ შეხვედრაზე ისაუბრებენ.