'თამაშის თეორიის' მორიგ ეპიზოდში ტატო ბაციკაძე, რეზი ხუნწელია და ბიძინა ბარათაშვილი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულებს დაასახელებენ. 00:00 - შესავალი 04:23 - ტატო: მეკარეები 09:50 - ბიძინა: მეკარეები 13:21 - ტატო: მცველები 18:43 - ბიძინა: მცველები 26:26 - ტატო: ცენტრალური ნახევარმცველები 31:06 - ბიძინა: ცენტრალური ნახევარმცველები 38:52 - ტატო: შემტევი ნახევარმცველები 45:24 - ბიძინა: შემტევი ნახევარმცველები 51:11 - ტატო: თავდამსხმელები 56:20 - ბიძინა: თავდამსხმელები 1:00:32 - მწვრთნელები 1:02:02 - შეჯამება და ქართველი ფეხბურთელები
ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური ეტაპით დაბრუნდა. პირველ სათამაშო დღეს რეალმა მოქმედ ჩემპიონს სანტიოგო ბერნაბეუზე უმასპინძლა, ფეხბურთის ქომაგმა 6 გოლი და ნამდვილი შოუ იხილა, პირველმა მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ფრედ დასრულდა მეორე შეხვედრაც ლონდონში, სადაც არსენალი ბაიერნს დაუპირისპირდა. დღეს პსჟ ბარსელონას, ატლეტიკო კი დორტმუნდს შეებრძოლება. მატჩების დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ვაკო ყიფიანი განვლილ შეხვედრებზე ისაუბრებენ. 00:00-5:44 დასაწყისი, მოკლედ გასაშლელ თემებზე 5:44-21:34 პსჟ-ბარსელონა, ლიდერების ფაქტორი მსგავს თამაშებში 21:34-24:03 სატრანსფერო პოლიტიკა დიდ ფულიან გუნდებში 24:03-32:34 ატლეტიკო-დორტმუნდი 32:34-44:01 რეალი-სიტი 44:01-45:14 პსჟ-ს პრობლემები დაცვაში 45:14-54:51 არსენალი-ბაიერნი, საკამათო ეპიზოდების განხილვა 54:51-1:02:35 არსენალის დუბლის შანსი, წარმატებული პროექტის მნიშვნელობა 1:02:35-1:03:39 ბაიერნი-არსენალის მეორე მატჩის მოლოდინში 1:03:39-1:17:48 საქართველოს ადგილი ევროპაშია! 1:17:48-1:19:26 ევროპა/კონფერენს ლიგის მატჩების მოლოდინში 1:19:26-1:22:00 რომელი გუნდები გავლენ ლიგის ნახევარფინალში? 1:22:00-1:24:15 დასასრული
გიორგი ჯანელიძის და გიორგი ლემონჯავას დამარცხების შემდეგ, მაგიდის დერბის ნახევარფინალში ერთმანეთს ფეხბურთის კომენტატორები, ალექსანდრე გაბრიჩიძე და ტატო ბაციკაძე დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული კი ფინალში ნიკა ქევხიშვილს შეხვდება. მეორე ფაზის გამარჯვებულს ევროპოპისგან გადაეცემა NIU-ს ელექტრო სკუტერი, რომელიც ერთი დამუხტვით 60 კილომეტრს გადის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 🔗 NIU-ს ფეისბუქი: https://bit.ly/NIU_fb 🔗 NIU-ს ინსტაგრამი: https://bit.ly/NIU_ig გარდა სკუტერისა, მეორე ფაზის ჩემპიონი სუპერფინალში დავით მინაშვილს შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მიიღებს.
საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ევრო 2024-ზე გასასვლელად ფინალურ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ თამაშობს. ქვეყანა ისტორიის დაწერის მოლოდინშია! თამაშის დასრულებისთანავე, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი, სანდრო ცნობილაძე და გიორგი უგულავა ამ ისტორიულ შეხვედრაზე ისაუბრებენ.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გასასვლელად პლეი ოფს თამაშობს, სანიოლის გუნდი პირველ მატჩს დინამო არენაზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე განვლილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ცნობილია, ბოლო სათამაშო დღეს მაგარ ფორმაში მყოფი ინტერი მადრიდში ალტეტიკოსთან პენალტების სერიით დამარცხდა. მეოთხედფინალში რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ბაიერნი, დორტმუნდი, სიტი, არსენალი და პსჟ ითამაშებენ. ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა 1/8-ფინალის შეხვედრებზე საუბრობენ. 00:00-3:09 დასაწყისი 3:09-32:07 ატლეტიკო-ინტერი, სიმეონეს ეპოქა ატლეტიკოში 32:07-35:33 სერია ა-ს გრანდების ვითარება 35:33-45:48 ბარსელონა-ნაპოლი 45:48-51:02 გიორგის და ტატოს ისტორია გადახვეულ მატჩებზე 51:02-1:02:53 კვარა, პენალტის ეპიზოდი ოსიმენზე და ბარსას შანსები 1:02:53-1:10:43 არსენალის კომპლექსი ევროტურნირებზე 1:10:43-1:14:01 ბუნდესლიგის გუნდებზე 1:14:01-1:18:31 შეცვლილი მანჩესტერ სიტი და არსენალის სწორი განვითარება 1:18:31-1:19:35 ლევერკუზენის ტრებლის შანსები 1:19:35 -1:22:40 პორტუზე და დორტმუნდზე 1:22:40 -1:25:04 რა უქნა რეალმა ტატოს 1:25:04-1:46:32 ნაკრების განაცხადი და ევროპაზე გასასვლელი შანსები 1:46:32-1:49:40 დასასრული
Legend Series პირველი მატჩი, ბათუმში, 19 საათზე დაიწყება და საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის ინტერის ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდებიან. GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებენ შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და სხვა გამორჩეული ვეტერანები, ინტერის გუნდში კი ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ივან კორდობა და მოურინიოსთან ერთად ტრებლის მომგები არაერთი ფეხბურთელი.
მაგიდის დერბის მაყურებლებისთვის ნანატრი თამაშის დრო დადგა - მეორე ფაზის მესამე მეოთხედფინალში ერთამანეთს ტატო ბაციკაძე და გიორგი ჯანელიძე დაუპირისპირდებიან. მეორე ფაზის გამარჯვებულს ევროპოპისგან გადაეცემა NIU-ს ელექტრო სკუტერი, რომელიც ერთი დამუხტვით 60 კილომეტრს გადის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 🔗 NIU-ს ფეისბუქი: https://bit.ly/NIU_fb 🔗 NIU-ს ინსტაგრამი: https://bit.ly/NIU_ig გარდა სკუტერისა, მეორე ფაზის ჩემპიონი სუპერფინალში დავით მინაშვილს შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მიიღებს.
MMA-ს ქართული სეზონი ხვალ, 2 მარტს, მაგარი ღონისძიებით გაიხსნება. Georgian Fighting Championship შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ძალიან საინტერესო დაპირისპირებებს შესთავაზებს, საიდანაც ერთი ქამრისთვის შედგება. GFC 26-ის საღამო თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ყველა ბრძოლის შესახებ ინფორმაციას europop-ის სტატიაში წაიკითხავთ. 1-ელ მარტს მებრძოლებმა წონა ჩააბარეს. საღამოზე 9 უმაგრესი ჩხუბი გაიმართება და წონის დაფიქსირება 18-ვე სპორტსმენმა მოახერხა. GFC-ის წლის პირველ შოუზე, ქართველების გარდა, სომეხი, უზბეკი, ყაზახი, აზერბაიჯანელი და პარაგვაელი მებრძოლები იჩხუბებენ. საღამოს მთავარი დაპირისპირება ქამრისთვის გაიმართება - ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი პარაგვაელი კრისტიან ტორესი და მიხეილ საჟინიანი გამოვლენ. საჟინანი სატიტულო ბრძოლამდე 12 მოგებითა და 2 მარცხით მოვიდა.