europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!

“”

 Report User

Highlights

მახარა VS აჩი | გაიმეორე პენალტი
მახარა VS აჩი | გაიმეორე პენალტი

საეჭვო პენალტები ევროპოპზე - გაიმეორე პენალტის მორიგ ეპიზოდში ერთმანეთს @Saechvo კაცი, მახარა და მისი პროდიუსერი, აჩი შეეჯიბრებიან.



2 მოგება, 2 ფრე - საქართველომ euro 2024-ის შესარჩევი მარცხით დაასრულა
2 მოგება, 2 ფრე - საქართველომ euro 2024-ის შესარჩევი მარცხით დაასრულა

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი სრულდება. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ქალაქ ვალიადოლიდში ესპანეთს დაპირისპირდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან კვლავ ვერ მოხვდება, თუმცა ამის შანსი ერთა ლიგის პლეი ოფებიდან ექნება. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა განვლილ მატჩსა და შესარჩევ ციკლს შეაფასებენ.



გიორგი მამარდაშვილი | გასვლითი შეხვედრა
გიორგი მამარდაშვილი | გასვლითი შეხვედრა

'გასვლითი შეხვედრა' დაბრუნდა! ახალი ეპიზოდის გადასაღებად ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ვესტუმრეთ, რომლის საფეხბურთო გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. მამარდას გარდა, ვალენსიაში ნაკრების კიდევ ერთ მოთამაშეს, გიორგი ქოჩორაშვილს შევხვდით.



კვარას მაგარი გოლები - შოტლანდიასთან ფრედ დავასრულეთ
კვარას მაგარი გოლები - შოტლანდიასთან ფრედ დავასრულეთ

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. შოტლანდიალებმა დინამოზე ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ დამარცხდნენ. ამ სერიის გაგრძელებას ნაკრები სანიოლთან ერთად შეეცდება. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ვაკო ყიფიანი განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.



სიგიჟე კოპენჰაგენში, მილანმა შანსი დაიბრუნა
სიგიჟე კოპენჰაგენში, მილანმა შანსი დაიბრუნა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ქართველების შახტარი ბარსელონას დაუპირისპირდა და გიორგი გოჩოლეიშვილის ასისტით დაამარცხა. სიტუაცია დაიძაბა F ჯგუფში, სადაც მილანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაიბრუნა. გრიზმანისა და მორატას ბრწყინვალე თამაშის შედეგად ატლეტიკომ სელტიკი გაანადგურა. სიტიმ და ლაიპციგმა მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდეს. მეორე სათამაშო დღეს ნაპოლიმ უნიონს უმასპინძლა და ბერლინელებთან ქულები გაიყო, რეალმა დამაჯერებლად მოიგო, სრული სიგიჟე დატრიალდა კოპენჰაგენში, სადაც მანჩესტერი 2 ბურთით იგებდა, საბოლოოდ კი 7-გოლიან თრილერში დამარცხდა და საქმე კიდევ უფრო გაირთულა. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძემ, გიორგი კალატოზმა და გიორგი კაკაბაძემ ჯგუფური ეტაპის განვლილი ტური შეაჯამეს.



ქართველების ასისტები, მილანი პსჟ-სთან განადგურდა
ქართველების ასისტები, მილანი პსჟ-სთან განადგურდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნაპოლი ბერლინს ეწვია, ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით და რასპადორის გოლით იტალიელებმა უნიონი დაამარცხეს. რეალს ისევ ბელინგემმა მოაგებინა. ოლდ ტრაფორდზე მაგუაირისა და ონანას გმირობა ვნახეთ, ბაიერნმა მორიგი რეკორდი დაამყარა, ინტერმა და არსენალმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ვაკო ყიფიანი ჯგუფური ეტაპის განვლილ ტურს შეაჯამებენ.



ბასტო VS ქორო | გაიმეორე პენალტი
ბასტო VS ქორო | გაიმეორე პენალტი

გაიმეორე პენალტი დიდი დაპირისპირებით დაბრუნდა - პენალტების ჩელენჯში ერთმანეთს იუთუბ ლიგის ჩემპიონები @hamakistudio-დან, ქორო და ბასტო შეეჯიბრებიან.



საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი გაანადგურა
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი გაანადგურა

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველო კვიპროსს მასპინძლობს, თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისში 6 მარცხითა და 0 ქულით ჩამოვიდა. ტაილანდთან მოგებული თამაშის შემდეგ სანიოლის გუნდ კარგ განწყობაზე იმყოფება. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კაკაბაძე და გიორგი ჯანელიძე განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.




« Previous Next »


User Detail Page

You can find user latest posts and related content on the page. Friends, comments for events / matches are also available on the page. Even you can find users who are same pleasure with current user.

#Travel, #SupportYourTeam, #AllAboutSports