europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
მაგიდის დერბის მაყურებლებისთვის ნანატრი თამაშის დრო დადგა - მეორე ფაზის მესამე მეოთხედფინალში ერთამანეთს ტატო ბაციკაძე და გიორგი ჯანელიძე დაუპირისპირდებიან. მეორე ფაზის გამარჯვებულს ევროპოპისგან გადაეცემა NIU-ს ელექტრო სკუტერი, რომელიც ერთი დამუხტვით 60 კილომეტრს გადის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 🔗 NIU-ს ფეისბუქი: https://bit.ly/NIU_fb 🔗 NIU-ს ინსტაგრამი: https://bit.ly/NIU_ig გარდა სკუტერისა, მეორე ფაზის ჩემპიონი სუპერფინალში დავით მინაშვილს შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მიიღებს.
MMA-ს ქართული სეზონი ხვალ, 2 მარტს, მაგარი ღონისძიებით გაიხსნება. Georgian Fighting Championship შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ძალიან საინტერესო დაპირისპირებებს შესთავაზებს, საიდანაც ერთი ქამრისთვის შედგება. GFC 26-ის საღამო თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ყველა ბრძოლის შესახებ ინფორმაციას europop-ის სტატიაში წაიკითხავთ. 1-ელ მარტს მებრძოლებმა წონა ჩააბარეს. საღამოზე 9 უმაგრესი ჩხუბი გაიმართება და წონის დაფიქსირება 18-ვე სპორტსმენმა მოახერხა. GFC-ის წლის პირველ შოუზე, ქართველების გარდა, სომეხი, უზბეკი, ყაზახი, აზერბაიჯანელი და პარაგვაელი მებრძოლები იჩხუბებენ. საღამოს მთავარი დაპირისპირება ქამრისთვის გაიმართება - ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი პარაგვაელი კრისტიან ტორესი და მიხეილ საჟინიანი გამოვლენ. საჟინანი სატიტულო ბრძოლამდე 12 მოგებითა და 2 მარცხით მოვიდა.
ევროპოპზე მაგიდის დერბის მეორე ფაზა დაიწყო, პირველ მეოთხედფინალში ერთამანეთს 'ჰიროუფიქს გეიმსის' პროდუქტის ხელმძღვანელი, გიორგი ჭკუასელი და იუთუბერი, გიორგი კალატოზი დაუპირისპირდნენ. მეორე ფაზის გამარჯვებულს ევროპოპისგან გადაეცემა NIU-ს ელექტრო სკუტერი, რომელიც ერთი დამუხტვით 60 კილომეტრს გადის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 🔗 NIU-ს ფეისბუქი: https://bit.ly/NIU_fb 🔗 NIU-ს ინსტაგრამი: https://bit.ly/NIU_ig გარდა სკუტერისა, მეორე ფაზის ჩემპიონი სუპერფინალში დავით მინაშვილს შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მიიღებს.
გაიმეორე პენალტის ახალ ეპიზოდში ერთმანეთს იუთუბერები, სოსო ნებიერიძე (@SosoAroundTheWorld ) და გიორგი დანელია (@Giodannell ) დაუპირპირდებიან.
გასვლითი შეხვედრის მორიგ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ვიმოგზაურეთ, რომლის საფეხბურთო კლუბშიც 10-წლიან პერიოდში შვიდმა ქართველმა ითამაშა. იაშკამ ფრაიბურგის რიგებში 281 მატჩი ჩაატარა, 124 საგოლე მოქმედება მიითვალა და კლუბთან ერთად ბუნდესლიგა II-ის გამარჯვებაც იზეიმა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბოლოჯერ ვიხილავთ, მომდევნო სეზონიდან ეს ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება. განსაკუთებულ ინტერესს F ჯგუფი იწვევს, რომლიდან გასვლის შანსიც მილანს, ნიუკასლს და პსჟ-ს აქვს. პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს ასევე ქართველების შახტარს, რომელსაც პორტუსთან გამარჯვება სჭირდება. მერვედფინალში გასული გუნდების სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: ბაიერნი, კოპენჰაგენი, არსენალი, პსვ, რეალ მადრიდი, ნაპოლი, სოსიედადი, ინტერი, ატლეტიკო, ლაზიო, დორტმუნდი, სიტი, ლაიპციგი, ბარსელონა. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ევროპოპის რედაქტორი, შაკო ბუაჩიძე ჯგუფურ ეტაპს შეაჯამებენ.
გასვლითი შეხვედრის ახალ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მოთამაშეს, ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ვესტუმრეთ. ზურიკოს გარდა, მის მამას და ყოფილ ფეხბურთელ სულიკო დავითაშვილსაც ვესაუბრეთ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ქართველების შახტარმა უნიშვნელოვანეს ბრძოლაში ანტვერპენი დაამარცხა. სიკვილის ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, დორტმუნდმა მილანი დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა, პსჟ-მ საეჭვო პენალტით ქულა გადაარჩინა და ამ დროისათვის მეორე ადგილს იკავებს. მეორე სათამაშო დღე საინტერესო დაპირისპირებით იხსნება, მანჩესტერი სტამბოლს სტუმრობს, ტენ ჰაგს გალათასარაისთან წაგების უფლება აღარ აქვს. კვარა სანტიაგო ბერნაბეუზე ოცნების გუნდს დაუპირისპირდება. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და სანდრო ცნობილაძე ჯგუფური ეტაპის განვლილი ტურს შეაჯამებენ.