Content removal request!


სიგიჟე კოპენჰაგენში, მილანმა შანსი დაიბრუნა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ქართველების შახტარი ბარსელონას დაუპირისპირდა და გიორგი გოჩოლეიშვილის ასისტით დაამარცხა. სიტუაცია დაიძაბა F ჯგუფში, სადაც მილანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაიბრუნა. გრიზმანისა და მორატას ბრწყინვალე თამაშის შედეგად ატლეტიკომ სელტიკი გაანადგურა. სიტიმ და ლაიპციგმა მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდეს. მეორე სათამაშო დღეს ნაპოლიმ უნიონს უმასპინძლა და ბერლინელებთან ქულები გაიყო, რეალმა დამაჯერებლად მოიგო, სრული სიგიჟე დატრიალდა კოპენჰაგენში, სადაც მანჩესტერი 2 ბურთით იგებდა, საბოლოოდ კი 7-გოლიან თრილერში დამარცხდა და საქმე კიდევ უფრო გაირთულა. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძემ, გიორგი კალატოზმა და გიორგი კაკაბაძემ ჯგუფური ეტაპის განვლილი ტური შეაჯამეს.