Content removal request!


მანჩესტერის ფიასკო, F ჯგუფიდან დორტმუნდი და პსჟ გავიდნენ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბოლოჯერ ვიხილავთ, მომდევნო სეზონიდან ეს ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება. განსაკუთებულ ინტერესს F ჯგუფი იწვევს, რომლიდან გასვლის შანსიც მილანს, ნიუკასლს და პსჟ-ს აქვს. პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს ასევე ქართველების შახტარს, რომელსაც პორტუსთან გამარჯვება სჭირდება. მერვედფინალში გასული გუნდების სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: ბაიერნი, კოპენჰაგენი, არსენალი, პსვ, რეალ მადრიდი, ნაპოლი, სოსიედადი, ინტერი, ატლეტიკო, ლაზიო, დორტმუნდი, სიტი, ლაიპციგი, ბარსელონა. მატჩების დასრულების შემდეგ ევროპოპლაივში ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ევროპოპის რედაქტორი, შაკო ბუაჩიძე ჯგუფურ ეტაპს შეაჯამებენ.