Content removal request!


GFC 26 | სეზონის გახსნითი შოუ და ბრძოლა ქამრისთვის!

MMA-ს ქართული სეზონი ხვალ, 2 მარტს, მაგარი ღონისძიებით გაიხსნება. Georgian Fighting Championship შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ძალიან საინტერესო დაპირისპირებებს შესთავაზებს, საიდანაც ერთი ქამრისთვის შედგება. GFC 26-ის საღამო თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ყველა ბრძოლის შესახებ ინფორმაციას europop-ის სტატიაში წაიკითხავთ. 1-ელ მარტს მებრძოლებმა წონა ჩააბარეს. საღამოზე 9 უმაგრესი ჩხუბი გაიმართება და წონის დაფიქსირება 18-ვე სპორტსმენმა მოახერხა. GFC-ის წლის პირველ შოუზე, ქართველების გარდა, სომეხი, უზბეკი, ყაზახი, აზერბაიჯანელი და პარაგვაელი მებრძოლები იჩხუბებენ. საღამოს მთავარი დაპირისპირება ქამრისთვის გაიმართება - ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი პარაგვაელი კრისტიან ტორესი და მიხეილ საჟინიანი გამოვლენ. საჟინანი სატიტულო ბრძოლამდე 12 მოგებითა და 2 მარცხით მოვიდა.