europop's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
მესამე სეზონის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა - ბოლო თამაშში ერთმანეთს Setanta Sports-ის კომენტატორი, ალექსანდრე გაბრიჩიძე და მაგიდის დერბის შესარჩევი ეტაპის wildcard-ის მფლობელი, გაბრიელ ბერაძე დაუპირისპირდნენ. მაგიდის დერბის გამარჯვებულისთვის @europebet_sport -მა პრიზად ახალთახალი ავტომობილი, Citroen C3 დააწესა, რომელსაც ის პირდაპირ სიტროენ ცენტრი თბილისიდან გამოიყვანს. სიტროენი 105 წლის ბრენდია და საუკუნეა, ავტომწარმოებაში ინდივიდუალობას გამოხატავს - განსხვავებულ, თვალშისაცემ ავტომობილებს აწარმოებს. Citroen C3 - ეს არის სიტროენის ერთ-ერთი ბესტსელერი ევროპაში, კომპაქტური, ძალიან კარგი, Shine კომპლექტაციით. “სიტროენ ცენტრი თბილისი” სიტროენის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც ფრანგული ავტომწარმოებლის სხვა ინოვაციურ მოდელებსაც გთავაზობთ. მეტი ინფორმაციისათვის: https://www.facebook.com/Citroenautomobilesgeorgia
'გასვლითი შეხვედრის' ახალი ეპიზოდების გადასაღებად ქართული ფეხბურთის ლეგენდასთან, თემურ ქეცბაიასთან ერთად ინგლისში ვიმოგზაურეთ. ვესტუმრეთ ფეხბურთის კათედრალ “უემბლის”, იქვე, 25 კილომეტრში ჩავწერეთ გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელი უოტფორდში, ტომ კლევერლი. ცხადია, ნიუკასლშიც ჩავედით, სადაც ქეცბა “ჯორდებს” დღემდე ისე უყვართ, როგორც მაშინ, 90-იანებში. ასევე ვესტუმრეთ “სენტ ჯეიმს პარკს”, გავიხსენეთ ქეცბას გამორჩეული ეპიზოდები და ვესაუბრეთ მის მეუღლეს, რომელიც ხშირად არ სწყალობს ჟურნალისტებს. ამ ყველაფერს შემდეგ ეპიზოდში, 19 ნოემბერს ნახავთ.
'გაიმეორე პენალტის' მორიგ ეპიზოდში ილო ბეროშვილი პარუნას დაუპირისპირა, მათი დარტყმული პენალტების მოგერიებას კი იუთუბ ლიგის გამორჩეული მეკარე, რაბანა შეეცადა.
'გაიმეორე პენალტი' ახალი ეპიზოდით ბრუნდება, რომელშიც ერთმანეთს ტიკტოკერი თემო ნიქაბაძე და ქართული სპორტის ჟურნალისტი, @Geo_team-ის ავტორი, საბა საპანაძე დაუპირისპირდებიან, მათი დარტყმული პენალტების მოგერიებას კი იუთუბ ლიგის გამორჩეული მეკარე, @NRABAN შეეცდება.
მაგიდის დერბის ახალი სეზონი დაიწყო! წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად ტურნირზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ამისათვის კი საჭირო შესარჩევი ეტაპის მოგება იყო. მესამე სეზონის პირველ 1/8-ფინალში ერთმანეთს ბათუმის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული, ლაშა ცინცაბაძე და უკვე გამოცდილი მოთამაშე, გიორგი ჯანელიძე დაუპირისპირდებიან. მაგიდის დერბის გამარჯვებულისთვის @europebet_sport -მა პრიზად ახალთახალი ავტომობილი, Citroen C3 დააწესა, რომელსაც ის პირდაპირ სიტროენ ცენტრი თბილისიდან გამოიყვანს. სიტროენი 105 წლის ბრენდია და საუკუნეა, ავტომწარმოებაში ინდივიდუალობას გამოხატავს - განსხვავებულ, თვალშისაცემ ავტომობილებს აწარმოებს. Citroen C3 - ეს არის სიტროენის ერთ-ერთი ბესტსელერი ევროპაში, კომპაქტური, ძალიან კარგი, Shine კომპლექტაციით. “სიტროენ ცენტრი თბილისი” სიტროენის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც ფრანგული ავტომწარმოებლის სხვა ინოვაციურ მოდელებსაც გთავაზობთ. მეტი ინფორმაციისათვის: https://www.facebook.com/Citroenautomobilesgeorgia
ევრო 2024-ის ფინალური მატჩის დროც დადგა! გამარჯვებულს ბერლინში ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა გამოავლენს. თამაშის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და ბიძინა ბარათაშვილი განვლილ შეხვედრაზე ისაუბრებენ და ევროპის ჩემპიონატს შეაჯამებენ.
ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის, პირველ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მეტოქეს ელის, რომლის ვინაობაც დღეს, დორტმუნდში, ნიდერლანდებისა და ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა. თამაშის დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და იკო ვახტანგიშვილი განვლილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.
ევრო 2024-ის 1/4-ფინალები ესპანეთისა და გერმანიის სუპერდაპირისპირებით დაიწყო, დე ლა ფუენტეს გუნდმა მასპინძლებს დამატებითი ტაიმების ბოლო წუთებზე სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მეორე შეხვედრაც ფავორიტებს შორის გაიმართა, საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. მეოთხედფინალების მეორე დღეს ინგლისი შვეიცარიას, ნიდერლანდები კი თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩების დასრულების შემდეგ, ევროპოპლაივში გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და ევროპოპის სპორტის ჟურნალისტი, ლუკა ჩეკურაშვილი 1/4-ფინალურ ეტაპს შეაჯამებენ.