Content removal request!


თემურ ქეცბაია | გასვლითი შეხვედრა (ნაწილი 1)

'გასვლითი შეხვედრის' ახალი ეპიზოდების გადასაღებად ქართული ფეხბურთის ლეგენდასთან, თემურ ქეცბაიასთან ერთად ინგლისში ვიმოგზაურეთ. ვესტუმრეთ ფეხბურთის კათედრალ “უემბლის”, იქვე, 25 კილომეტრში ჩავწერეთ გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელი უოტფორდში, ტომ კლევერლი. ცხადია, ნიუკასლშიც ჩავედით, სადაც ქეცბა “ჯორდებს” დღემდე ისე უყვართ, როგორც მაშინ, 90-იანებში. ასევე ვესტუმრეთ “სენტ ჯეიმს პარკს”, გავიხსენეთ ქეცბას გამორჩეული ეპიზოდები და ვესაუბრეთ მის მეუღლეს, რომელიც ხშირად არ სწყალობს ჟურნალისტებს. ამ ყველაფერს შემდეგ ეპიზოდში, 19 ნოემბერს ნახავთ.