Betsson ON AIR's user profile page. Match highlights, posts and more on site!“” Report User |
23 მარტს საქართველოს ნაკრები სომხეთთან განმეორებით მატჩს გამართავს. გასულ დაპირისპირებაში, სანიოლის გუნდმა ერევანში დიდი ანგარიშით მოიგო და ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრები თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დინამო არენაზე ბრუნდება. ბოლო მატჩი ეროვნულმა გუნდმა აქ გასული წლის 26 მარტს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა, და ისტორიული გამარჯვება იზეიმა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური პირველად მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და ლაშა ცინცაბაძე განვლილ შეხვედრებზე ისაუბრებენ.
20 და 23 მარტს საქართველოს ნაკრებს სომხეთთან ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. 2-მატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასულ წელს ერთა ლიგა ძალიან ცუდი სათამაშო ფორმით დაასრულა - 4 მატჩი და 3 წაგება. ვილი სანიოლის გუნდმა იდეალური სტარტის შემდეგ, თითქოს საკუთარი თამაში დაკარგა, რის შედეგადაც სათამაშო ფორმაციისა და თაობათა ცვლის პროცესის თანმდევი პრობლემებიც გამოჩნდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და გიორგი უგულავა განვლილ შეხვედრებზე ისაუბრებენ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი სრულდება, კვარას პსჟ-მ ენფილდზე ურთულესი ბრძოლა პენალტების სერიაში მოიგო და მეოთხედფინალის საზგური მოიპოვა, პარიზულ კლუბთან ერთად შემდეგ ეტაპზე ბაიერნი, ინტერი და ბარსელონა ითამაშებენ. დანარჩენი ოთხი გუნდის ვინაობა მეორე სათამაშო დღეს გამოირკვევა, მთავარი ინტრიგა მადრიდულ დერბიში გველის. მატჩების დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე ფეხბურთის კომენტატორ და ჟურნალისტ ლუკა გელაშვილთან ერთად განვლილ შეხვედრებს შეაჯამებენ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო, პირველ სათამაშო დღე ბრიუგესა და ასტონ ვილას მატჩით გაიხსნა, რომელიც ბირმინგემელთა გამარჯვებით დასრულდა. სუპერფორმაში მყოფმა ასენსიომ ბრიუგესაც გაუტანა და ბოლო 4 მატჩში 5 გოლი დააგროვა. დღის მთავარი დაპირისპირებას სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, სადაც მადრიდის რეალმა თანაქალაქელ ატლეტიკოს უმასპინძლა, როდრიგოსა და ალვარესის ეფექტური დარტყმების შემდეგ, მატჩის საბოლოო ანგარიში ბრაჰიმ დიასმა დააფიქსირა, რომელმაც სამეგო კლუბს გამარჯვება ურთულეს მომენტში გატანილი გოლით მოუპოვა. გოლების წვიმა ვიხილეთ ეინდჰოვენში, სადაც არსენალმა პსვ-ს 7:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდის ავტორი გახდა. ფრედ დასრულდა მატჩი დორტმუნდში, ბორუსიასა და ლილს შორის. მეორე სათამაშო დღეს კიდევ უფრო საინტერესო მატჩები გველის, ფეიენოორდი ინტერ უმასპინძლებს, ჩაბი ალონსოს ლევერკუზენი ალიანც არენაზე ბაიერნს ეწვევა, ბენფიკასა და ბარსელონას სუპერმატჩი სულ ცოტა ხნის წინ უკვე ვნახეთ და მოლოდინები კვლავაც იგივეა, ყველაზე დიდ ინტერესს კი რა თქმა უნდა, პსჟ-სა და ლივერპულის დაპირისპირება იწვევს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მერსისაიდელებს პარკ დე პრენსზე შეერკინებიან. მატჩების დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და europebet.sport-ის სამაუწყებლო ხელმძღვანელი, ლუკა ჩეკურაშვილი განვლილ შეხვედრებს შეაჯამებენ.
ლიგის ფაზის ეტაპი სრულდება, დღეს 00:00 საათზე 18 შეხვედრა პარალელურ რეჟიმში გამოვლინდება, 8 საუკეთესო გუნდი მერვედფინალის საგზურს გაინაღდებს, 9-24-ე ადგილოსნები კი მეთექვსმეტედფინალში გაარკვევენ შემდეგ ეტაპზე მოთამაშე გუნდების ვინაობას. ბოლო ტურის წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო სატურნირო ვითარებაა, ტოპ 8-ში ადგილი მხოლოდ ლივერპულსა და ბარსელონას აქვს განაღდებული, ბაიერნი და რეალი იქ მოსახვედრად იბრძვიან, სიტი და პსჟ კი 24-ეულში ადგილის მოსაპოვებლად. მატჩების დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და გიორგი უგულავა განვლილ მატჩებს და ლიგის ფაზის ეტაპს შეაჯამებენ.
19 ნოემბერი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ დღედ უნდა იქცეს! საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან განმეორებით მატჩს გამართავს და თბილისში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საზგურს დაეუფლება. ეროვნული გუნდი კი ჩეხეთში გამარჯვებით, დიდი ალბათობით, ერთა ლიგის A ჯგუფში დაწინაურდება და ელიტას შეუერთდება. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და გიორგი უგულავა განვლილ შეხვედრებზე ისაუბრებენ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში საინტერესო ამბები მოხდა: სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონასთან განადგურების შემდეგ, რეალმა მილანს უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. ლისაბონში გიოკერეშის ჰეთ თრიკი და განადგურებული სიტი ვნახეთ - გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. ჩაბი ალონსო ენფილდს დაუბრუნდა, სადაც მისი გუნდი ლიველპულთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - ლევერკუზენს სამი გოლი ლუის დიაშმა გაუტანა. გურამ კაშიას და ოთარ კიტეიშვილის გუნდები ისევ დამარცხდნენ. მეორე სათამაშო დღის მთავარი თამაში ჯუზეპე მეაცაზე გაიმართება, სადაც ინტერი არსენალს უმასპინძლებს. მატჩების დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ლუკა დალაქიშვილი მესამე ტურს შეაჯამებენ.
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური საინტერესო მატჩებით დაიწყო: მილანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, იუვენტუსი კი სეზონში პირველად დამარცხდა. დღის საუკეთესო მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, სადაც გასული სეზონის ფინალისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველ ტაიმი დორტმუნდმა 2-ბურთიანი უპირატესობით მოიგო, მეორე ტაიმში კი ვინისიუსის შოუ ვნახეთ, ბრაზილიელმა ჰეთ თრიკი შეასრულა, საბოლოოდ, ანჩელოტის გუნდმა მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ქამბექი შემოგვთავაზა. მეორე სათამაშო დღის მთავარი თამაში ასევე ესპანეთში გაიმართება, კვლავ გერმანული კლუბის წინააღმდეგ, ჰანსი ფლიკი და ლევანდოვსკი ყოფილ კლუბს, ბაიერნს დაუპირისპირდებიან. მატჩების დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა მესამე ტურს შეაჯამებენ.