ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო, პირველ სათამაშო დღე ბრიუგესა და ასტონ ვილას მატჩით გაიხსნა, რომელიც ბირმინგემელთა გამარჯვებით დასრულდა. სუპერფორმაში მყოფმა ასენსიომ ბრიუგესაც გაუტანა და ბოლო 4 მატჩში 5 გოლი დააგროვა. დღის მთავარი დაპირისპირებას სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, სადაც მადრიდის რეალმა თანაქალაქელ ატლეტიკოს უმასპინძლა, როდრიგოსა და ალვარესის ეფექტური დარტყმების შემდეგ, მატჩის საბოლოო ანგარიში ბრაჰიმ დიასმა დააფიქსირა, რომელმაც სამეგო კლუბს გამარჯვება ურთულეს მომენტში გატანილი გოლით მოუპოვა. გოლების წვიმა ვიხილეთ ეინდჰოვენში, სადაც არსენალმა პსვ-ს 7:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდის ავტორი გახდა. ფრედ დასრულდა მატჩი დორტმუნდში, ბორუსიასა და ლილს შორის. მეორე სათამაშო დღეს კიდევ უფრო საინტერესო მატჩები გველის, ფეიენოორდი ინტერ უმასპინძლებს, ჩაბი ალონსოს ლევერკუზენი ალიანც არენაზე ბაიერნს ეწვევა, ბენფიკასა და ბარსელონას სუპერმატჩი სულ ცოტა ხნის წინ უკვე ვნახეთ და მოლოდინები კვლავაც იგივეა, ყველაზე დიდ ინტერესს კი რა თქმა უნდა, პსჟ-სა და ლივერპულის დაპირისპირება იწვევს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მერსისაიდელებს პარკ დე პრენსზე შეერკინებიან. მატჩების დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და europebet.sport-ის სამაუწყებლო ხელმძღვანელი, ლუკა ჩეკურაშვილი განვლილ შეხვედრებს შეაჯამებენ.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია, არსენალმა ემირეითსზე ატლეტიკო დაამარცხა და 20 წლის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. მოქმედი ჩემპიონი, პარი სენ-ჟერმენი კი ალინც არენას ესტუმრება და ზედიზედ მეორე ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. მატჩის დასრულებისთანავე, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ლუკა გელაშვილი განვლილ შეხვედრებს შეაფასებენ.
ლიგის ფაზის V ტურში საინტერესო მატჩები ვიხილეთ, ლონდონში ჩასული ბარსელონა ჩელსისთან 3:0 განადგურდა, პეპ გვარდიოლას სიტი კი სახლში ლევერკუზენთან დამარცხდა. ტურის დასრულებისთანავე, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და ლუკა გელაშვილი განვლილ შეხვედრებს შეაფასებენ.
გადმოწერე betsson.sport-ის აპლიკაცია: https://btsn.ge/youtube მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი კიდევ ერთხელ დავკარგეთ. საქართველოს ნაკრებისთვის მუნდიალის შესარჩევში დარჩენილი ბოლო მატჩი ამხანაგური შეხვედრის ტოლფასია. სანიოლის გუნდი სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩის დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი და გიორგი უგულავა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიის წერას აგრძელებს - პირველი ქართული გოლი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალების ისტორიაში დღეს გავიდა! პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი, ალიანც არენაზე გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული პირველად აღმართა. 00:00 - შესავალი 28:28 - პირველი ტაიმი 1:16:18 - შესვენება 1:31:51 - მეორე ტაიმი 1:59:25 - კვარას გოლი 2:18:05 - პსჟ ჩემპიონია
GEO11 VS Barça Legends - ლეგენდების სერიის მეორე მატჩი 16 მაისს, “დინამო არენაზე”, 19:00 გაიმართება. GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებს Betsson-ის ამბასადორი და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი — შოთა არველაძე. მასთან ერთად მატჩში მონაწილეობას მიიღებენ კახა ცხადაძე, ლევან ყენია, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები. გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. მათ წინააღმდეგ, დინამო არენაზე ოქროს ბურთის მფლობელი, მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი, რონალდინიო იასპარეზებს. გაუჩოს გარდა, ბარსელონას ლეგენდების გუნდში ითამაშებენ ედგარ დავიდსი, იარი ლიტმანენი, ლუდოვიც ჟული, ხავიერ სავიოლა... მატჩის ორგანიზატორია Sports Orient, გენერალური სპონსორი კი Betsson. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს: http://tkt.ge/LegendSeries
ჩემპიონთა ლიგა დადასრულს უახლოვდება, პირველი ფინალისტი მილანში, ჯუზეპე მეაცაზე, ინტერისა და ბარსელონას დაპირსპირებაში გაირკვა. პირველი შეხვედრის მსგავსად, მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი, იან ზომერისა და ფრატეზის გმირობით, ნერაძურიმ მიუნხენში გასამგზავრებელი საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში არსენალი პსჟ-ს პარიზში ეწვევა. კვარას გუნდს ფინალში გასასვლელად ლონდონში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება სჭირდება. მატჩის დასრულების შემდეგ, ტატო ბაციკაძე, ლუკა გელაშვილი და ვაკო ყიფიანი ნახევარფინალურ ეტაპზე ისაუბრებნ.
ჩემპიონთა ლიგის ნახევრფინალური მატჩი არსენალისა და პსჟ-ს შეხვედრით გაიხსნა, კვარას ასისტით და დემბელეს გოლით, მასპინძლებმა მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ. პარიზელთა გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და ლუის ენრიკეს გუნდმა განმეორებითი თამაშის წინ მინიმულური უპირატესობა მოიპოვა. მეორე სათამაშო დღეს ინტერი ბარსელონას ეწვევა. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და უშანგი რუხაძე ნახევრფინალის პირველ წრეს შეაფასებენ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი სუპერდაპირისპირებებით გაიხსნა, მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი არსენალს ემირეითსზე ეწვია და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. მეორე შეხვედრაში მილანის ინტერმა ბაიერნი გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. მეორე სათამაშო დღეს კვარაცხელიას პსჟ ასტონ ვილას დაუპირისპირდება, ბარსელონა კი დორტმუნდს უმასპინძლებს. მატჩების დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე ბეთსონ სპორტის მთავარ რედაქტორთან, შაკო ბუაჩიძესთან ერთად განვლილ შეხვედრებს შეაჯამებენ.