ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი სუპერდაპირისპირებებით გაიხსნა, მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი არსენალს ემირეითსზე ეწვია და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. მეორე შეხვედრაში მილანის ინტერმა ბაიერნი გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. მეორე სათამაშო დღეს კვარაცხელიას პსჟ ასტონ ვილას დაუპირისპირდება, ბარსელონა კი დორტმუნდს უმასპინძლებს. მატჩების დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე ბეთსონ სპორტის მთავარ რედაქტორთან, შაკო ბუაჩიძესთან ერთად განვლილ შეხვედრებს შეაჯამებენ.