GEO11 VS Barça Legends - ლეგენდების სერიის მეორე მატჩი 16 მაისს, “დინამო არენაზე”, 19:00 გაიმართება. GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებს Betsson-ის ამბასადორი და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი — შოთა არველაძე. მასთან ერთად მატჩში მონაწილეობას მიიღებენ კახა ცხადაძე, ლევან ყენია, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები. გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. მათ წინააღმდეგ, დინამო არენაზე ოქროს ბურთის მფლობელი, მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი, რონალდინიო იასპარეზებს. გაუჩოს გარდა, ბარსელონას ლეგენდების გუნდში ითამაშებენ ედგარ დავიდსი, იარი ლიტმანენი, ლუდოვიც ჟული, ხავიერ სავიოლა... მატჩის ორგანიზატორია Sports Orient, გენერალური სპონსორი კი Betsson. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს: http://tkt.ge/LegendSeries