მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო. პირველი მატჩი კანადასა და სამხრეთ აფრიკას შორის შედგა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი ბრაზილია იაპონიას დაუპირისპირდა, ანჩელოტის გუნდმა მეორე ტაიმში დააქამბექა და ბოლო წუთზე მარტინელის გოლით მოიგო. სიგიჟე და სენსაციები ვნახეთ გერმანიისა და ნიდერლანდების თამაშებში, ორივე ევროპული ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა, მერვედფინალში კი პარაგვაი და მაროკო ითამაშებენ. ჩვენი საფეხბურთო პოდკასტის ლაივ ეპიზოდში ლუკა გელაშვილი, გიორგი კალატოზი, გიორგი უგულავა და ალექსანდრე გაბრიჩიძე განვლილ თამაშებზე, მოედნის მიღმა მომხდარ ამბებზე და სამომავლო შეხვედრებზე ისაუბრებენ. პროექტის მხარდამჭერია: ENERGIA BY BORJOMI 0:00:00 - შესავალი 00:04:20 - სამხ. აფრიკა VS კანადა 00:12:23 - სატურნიტო გზა 00:16:02 - ბრაზილია VS იაპონია 00:59:33 - გერმანია VS პარაგვაი 01:24:22 - ნიდერლანდები VS მაროკო 01:37:00 - საპლეიოფო ბადე 01:38:33 - კოტ დ’ივუარი VS ნორვეგია 01:49:35 - მექსიკა VS ეკვადორი 01:53:55 - ინგლისი VS კონგო 02:02:44 - ბელგია VS სენეგალი 02:06:18 - აშშ VS ბოსნია 02:12:15 - პროგნოზები 02:18:52 - დასასრული
მაგიდის დერბის V სეზონი, ტატო ბაციკაძისა და ილია შარმანაშვილის თამაშით გაიხსნა, დღეს კი B ჯგუფის მეორე თამაშის დრო დადგა, რომელშიც ერთმანეთს გაბრიელ ბერაძე და თბილისის შესარჩევის გამარჯვებული, ირაკლი ფოფხაძე დაუპირისპირდებიან. მაგიდის დერბის V სეზონის გამარჯვებული betsson sport-ისგან 2026 წლის KIA Stonic-ს მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2026 წლის სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, ეროვნულმა გუნდმა უკრაინასთან ქულა აიღო, მესამე მატჩს კი პუშკაშ არენაზე, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და სანდრო ცნობილაძე განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2026 წლის სეზონს იწყებს. 12-დღიან ციკლში ოთხი მატჩი, საიდანაც პირველ ტურში ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე და გუგა ნერგაძე განვლილ შეხვედრას შეაფასებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ფინალისტიც ცნობილია, არგენტინამ ინგლისთან მესის ასისტების დუბლით, ენცოს და ლაუტაროს გოლებით დაუქამბექა და ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ჩვენი საფეხბურთო პოდკასტის ლაივ ეპიზოდში ლუკა გელაშვილი, გიორგი კალატოზი, გიორგი უგულავა და ანდრო ხელაძე მატჩში, მოედნის მიღმა მომხდარ ამბებზე და სამომავლო შეხვედრაზე ისაუბრებენ. პროექტის მხარდამჭერია: ENERGIA BY BORJOMI
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი უკვე ცნობილია, დე ლა ფუენტეს ესპანეთმა საფრანგეთს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა და სრულიად გათიშა. ფურია როხამ დეშამის გუნდს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და მუნდიალის ფინალში მეორედ გავიდა, სადაც არგენტინასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩვენი საფეხბურთო პოდკასტის ლაივ ეპიზოდში ტატო ბაციკაძე, დაჩი იმედაძე, სანდრო ცნობილაძე და ბიძინა ბარათაშვილი განვლილ თამაშებზე, მოედნის მიღმა მომხდარ ამბებზე და სამომავლო შეხვედრებზე ისაუბრებენ. პროექტის მხარდამჭერია: ENERGIA BY BORJOMI
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ბევრი დრამატული შეხვედრა ვნახეთ. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ ესპანეთთან ბოლო სამუნდიალო მატჩი გამართა. მოქმედი ჩემპიონი სენსაციურ მარცთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მესის მაგიამ მატჩი მოატრიალა და არგენტინა შემდეგ ეტაპზეა. ჩვენი საფეხბურთო პოდკასტის, 'ამერიკული ფეხბურთის' მე-17 ლაივ ეპიზოდში ლუკა გელაშვილი და გიორგი კალატოზი ვეტერან ქართველ ფეხბურთელთან, სანდრო იაშვილთან და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ყოფილ სპორტულ დირექტორთან, გიორგი ყიფიანთან ერთად განვლილ თამაშებზე, მოედნის მიღმა მომხდარ ამბებზე და სამომავლო შეხვედრებზე ისაუბრებენ. პროექტის მხარდამჭერია: ENERGIA BY BORJOMI 0:00:00 - შესავალი 00:04:18 - ესპენეთი VS ბელგია 00:20:45 - ნორვეგია VS ინგლისი 00:46:05 - შვეიცარია VS არგენტინა 01:23:11 - ფენზეტი 01:35:30 - ესპენეთი VS საფრანგეთი 01:47:31 - დასასრული
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპი საფრანგეთმა მაროკოსთან მატჩით გახსნა და საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად მოიგო, დეშამის გუნდის მომდევნო მეტოქე ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირებაში გამოირკვევა. ჩვენი საფეხბურთო პოდკასტის ლაივ ეპიზოდში ტატო ბაციკაძე, დაჩი იმედაძე, გიორგი უგულავა და გუგა ნერგაძე განვლილ თამაშებზე, მოედნის მიღმა მომხდარ ამბებზე და სამომავლო შეხვედრებზე ისაუბრებენ. პროექტის მხარდამჭერია: ENERGIA BY BORJOMI
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ბევრი დრამატული შეხვედრა ვნახეთ. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ ესპანეთთან ბოლო სამუნდიალო მატჩი გამართა. მოქმედი ჩემპიონი სენსაციურ მარცთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მესის მაგიამ მატჩი მოატრიალა და არგენტინა შემდეგ ეტაპზეა. ჩვენი საფეხბურთო პოდკასტის, 'ამერიკული ფეხბურთის' მე-15 ლაივ ეპიზოდში ლუკა გელაშვილი და გიორგი კალატოზი ქართველ ფეხბურთელებთან, დაჩი ცნობლაძესთან და ბაჩანა არაბულთან ერთად განვლილ თამაშებზე, მოედნის მიღმა მომხდარ ამბებზე და სამომავლო შეხვედრებზე ისაუბრებენ. პროექტის მხარდამჭერია: ENERGIA BY BORJOMI 0:00:00 - შესავალი 00:01:43 - ბრაზილიის მარცხი 00:04:28 - ინგლისი 00:08:07 - პორტუგალია VS ესპანეთი 00:35:52 - აშშ VS ბელგია 00:45:48 - არგენტინა VS ეგვიპტე 01:01:39 - კოლუმბია VS შვეიცარია 01:06:35 - ფენტეზი 01:21:55 - საფრანგეთი VS მაროკო 01:47:02 - პროგნოზები 01:49:48 - დასასრული